GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

07.03.2016
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში N147 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. 
 
მოსწავლეებს სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერებინეს და მისი ფუნქციონირების სპეციფიკა გააცნეს. სტუმრებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სასამართლოში საქმის მიღებისა  და რეგისტრაციის პროცედურებს.
 
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს მედიაციის პროექტის შესახებ და მოინახულეს მედიაციის სასესიო ოთახები. მათ, ასევე, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები, მათ შორის, ყველაზე დიდი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის განკუთვნილი დარბაზი და ინფორმაცია მიიღეს სხდომის მიმდინარეობის და ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე.
 
ამასთან, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომას.
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.