GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

22.02.16
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის N75 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
 
მოსწავლეებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ, ასევე, მოინახულეს სასამართლო სხდომათა დარბაზები, მათ შორის, საქართველოში ყველაზე დიდი ნაფიც მსაჯულთა დარბაზი. ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვის წინასასამართლო სხდომას დასწრებოდნენ. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას კვლავაც დაუჭიროს მხარი მომავალ თაობას სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების საქმეში.
 
      
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.