GEOENG
   
 
შეხვედრა ამერიკელ მოსამართლეებთან
2017 წლის 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს აშშ საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სამსახურის მხარდაჭერით, ამერიკელ მოსამართლეთა ჯგუფი ესტუმრა. შეხვედრას სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძესა და ეკა არეშიძესთან ერთად უმასპინძლა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გამოწვევებს, რაც თან ახლავს სამართალწარმოების პროცესს. ამერიკელმა სტუმრებმა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსამართლეებს და მათი გადაჭრისათვის რამდენიმე, პრაქტიკული გზა შესთავაზეს.
 
დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების გაუმჯობესების მიზნით მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.