GEOENG
   
 
სახალხო დამცველის დახურულ სხდომაზე დასწრების საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს

სახალხო დამცველმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების სურვილი გამოთქვა.

სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების შუამდგომლობით, რომლებმაც მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, დღევანდელი სასამართლო განხილვა 9 ივნისს 13:00 საათზე გადაიდო. გარდა აღნიშნულისა, მომდევნო სხდომისათვის სახალხო დამცველმა და მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.  

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.