GEOENG
   
 
ბრალდებულს 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მუსტაფა ჩ.-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს, რომელიც იძებნება თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით შეეფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მუსტაფა ჩ.-ს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. მანვე, როგორც ტერორისტული დაჯგუფების, საქართველოში მოქმედი ყველა სკოლის პასუხისმგებელმა პირმა, დაჯგუფების ხელმძღვანელის მითითებით, განახორციელა თბილისის დემირელის დამოუკიდებელი  კოლეჯის წილების გასხვისება (გადამალვა).

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ საექსტრადიციო პატიმრობის შერჩევისას მხედველობაში მიიღო მიმალვისა და შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკების არსებობა.  

სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მისი გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.