GEOENG
   
 
საქალაქო სასამართლო იუბილარია

თბილისის საქალაქო სასამართლოს დაარსებიდან 12 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეგიდით და ამავე სასამართლოს „საჯარო მოხელეთა ასოციაციის“ ხელშეწყობით, სასამართლო ბორჯომის ტყის გადარჩენის კამპანიას შეუერთდა. კამპანია აღადგინე • Aghadgine-ს ფარგლებში, სასამართლოს მოხელეთა სახელობითი 600 ხე დაირგვება. აღდგენილ ტყის უბანს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელი დაერქმევა. დღეს, იუბილეს აღსანიშნავად თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ ყველა მოხელეს პერსონალურად მისი სახელობის ხის სერტიფიკატი გადაეცა. დღესვე, სასამართლოში კეთილი სურვილები და სიურპრიზები, ფორტუნას "იღბლიანი რცხობილების"დახმარებით უხვად დარიგდა.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 5 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო. სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით. ვულოცავთ სასამართლოს ყველა თანამშრომელს იუბილეს და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ.

birthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthday birthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthdaybirthday

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.