GEOENG
   
 
შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) სტუდენტებთან

2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები სტუმრობდნენ. 

სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი შეხვდა და  სასამართლოს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა  გააცნო. მენეჯერმა ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მედიაციის ინსტიტუტის,  ასევე სასამართლოში  სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკისა და  სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახე.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია უწყებაში სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრის დასასრულს  სტუდენტებ  სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა  სხდომებს დასწრნენ.

სტუდენტებთან ინტერაქტიული შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ფარგლებში გაიმართა. სასამართლოს მენეჯერმა მომავალ იურისტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში  დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობა შესთავაზა.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.