GEOENG
   
 
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისთვის ბრალდებულ მ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ  დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისთვის ბრალდებულ ..- აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს მთავრი პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად .თბილისში, წყნეთის სატყეო უბანში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ..- სახლში, ბრალდებული .. დაცვის თანამშრომელად მუშაობდა. მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო ვაზნებს მისსავე სამსახურეობრივ ოთახში.

2018 წლის 4 ივლისს, სუს კონტრტერორისტული ცენტრის  თანამშრომლების მიერ, ადგილზე ჩატარებული  ჩხრეკის შედეგად,  ..- სამუშაო ოთახში განთავსებული კომპიუტერის მაგიდის უჯრიდან ამოღებულ იქნა  ბრალდებულის მიერ  მართლსაწინააღმდეგოდ შეძენი შავ კოლოფში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი. ბალისტიკური და პიროტქნიკური  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 5 (ხუთი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან, სამი მათგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია  გამოსაყენებლად, ასევე, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ინფორმაციის ელექტრონულად  მატარებელი  საგნები (მობილური ტელეფონი, ხსიერების ბარათი, კომპიუტერი და სხვა), ,,ისლამური სახელმწიფო’’-ს დროშები და სხვა ნივთები რაც დაკავშირებული ისლამურ სახელმწიფოსთან. 

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას ჩათვალა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკები. ამ გარემოებებზე მითითებით ..- მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 26 სექტემბერს  გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.