GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

2018 წლის 3 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (SEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ვიცე-რექტორმა გიორგი ცხვედიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მომავალი იურისტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას სასამართლოში სასწავლო პრაქტიკის გავლის, იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და სასამართლოში ვიზიტების საშუალებით.

სტუდენტებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნონ სასამართლო სისტემას და დაესწრონ მიმდინარე პროცესებს. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასაც ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი გამოთქვამენ მზადყოფნას, ურთიერშეთანხმების საფუძველზე, ითანამშრომლონ აგრეთვე მემორანდუმით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, თუმცა მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე სხვა მიმართულებებით.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.