GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ  დააკმაყოფილა .თბილისის გლდანი-ნაძალადევის  რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და დაზარალებულ ..- მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულ   დ.ც.- აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე,   .თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე  .. მგზავრობდა ..- მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, ბრალდებულმა კუთვნილი ავტო მანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა, გ.ლ. ძალის გამოყენებით, წაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან მოშორებით და დაუწყო ტანსაცმლის გახდა. ..- წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დ.ც.-მ  ხელი ძლიერად ჩაარტყა სახის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შემდეგ გ.ლ. კვლავ ძალის გამოყენებით  მიიყვანა კუთვნილ ავტომანქანასთან, უკანა სალონში, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  გახადა ტანსაცმელი და დაამყარა მასთან სქესობრივი ურთიერთობა.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის  ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები.  კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა  მოპოვებისათვის ხელის შეშლის მაღალი რისკების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე- პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.