GEOENG
   
 
ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის სასამართლომ 6 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა 2017 წლის ნოემბერში,  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის  მომსახურების  გაწევისა და რესურსებით  უზრუნველყოფის საქმეზე.    სასამართლომ  ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ანატოლი ბ.-ს  11 წლით,  რამაზ მ.-ს 12 წლით,  რუსლან ა.-ს 10  წლით და ზურაბ   ი.-ს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაღვრა. 

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების,  ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ( ესე იგი ტერორისტული მიზნით აფეთქების, ადამიანზე თავდასხმის, იარაღის გამოყენების მომზადება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის  განხორციელების საშიშროებას) ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა  და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტერორისტული მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის  მართლსაწინააღმდეგო  შეძენა, შენახვა და ტარებისათვის  სასამართლომ  შოაიპ ბ.-ს საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეუფარდა.

ამჟამად მიმალვაში მყოფი ბრალდებული რუსლან შ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა  და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთისათვის წარდგენილ ბრალდებაში და მას  საბოლოოდ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

არსებითად განხილვის დახურულ სხდომებზე ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებული და პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე  კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.