GEOENG
   
 
განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკები. სწორედ აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.