GEOENG
   
 
არაპირდაპირი განზრახვით, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
არაპირდაპირი განზრახვით, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ვარკეთილში, რ. გ.-მ , საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის აივნიდან, იმავე უბანში მდებარე სხვა კორპუსის მიმართულებით, განახორციელა გასროლა, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული 1985 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან. გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგომმა შ. მ.-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულ რ. გ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა არ სურდა ეს შედეგი და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 
 
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების შეფასების შედეგად, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა პატიმრობა. 
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 23 აგვისტოს, 13:00 საათზე.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.