GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო რეფორმის საკითხებში მრჩეველთა ოფისი გაიხსნა
სასამართლო რეფორმის საკითხებში მრჩეველი კენტ კესიბრი და მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ეკა ფოფხაძე, დღეს თბილსისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდნენ. რეფორმის საკითხებში მრჩეველთა ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსდა. 
 
პროგრამის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეწყობა, პროფესიული განვითარება - უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელშეწყობა. სასამართლოს მრჩევლები დაესწრებიან  პროცესებს, დააკვირდებიან სხდომათა მიმდინარეობასა და პროცესის მართვას, ასევე, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სასამართლო სხდომების წარმართვის გაუმჯობესების მიზნით. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაგრძელდება, როგორც ქართველ მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტები აშშ-ში, ასევე, ამერიკელ მოსამართლეთა მივლინებები საქართველოს სასამართლოებში. მრჩეველთა ოფისის უშუალო ჩართულობით, ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები საბოლოო სახეს მიიღებს.
 
შეხვედრის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ ექსპერტებს წარმატება უსურვეს და გამოთქვეს მზადყოფნა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. 
mrchevelimrchevelimrchevelimrchevelimrchevelimrcheveli 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.