GEOENG
   
 
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.გ.-ს და ნ.გ.-ს, ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მათვე, ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. 
 
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები საკომუნიკაციო პროგრამა “Telegram”-ის მეშვეობით, უკავშირდებოდნენ სხვა პირებს და თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენას სთავაზობდნენ. პოტენციური შემძენი მინიშნების სახით წერდა გამსაღებლებს „კონიაკის თემა არის?“, რის შემდეგაც ბრალდებულებისგან იღებდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს. ანგარიშსწორების შემდეგ, მყიდველს მისდიოდა ფოტო მისამართისა და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც იდო ნარკოტიკული საშუალება. 
 
აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც უალტერნატივოდ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით, ამასთან მათი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი საზღვარგარეთ. საქმეზე გრძელდება გამოძიება და დასადგენია მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების ვინაობა. ამდენად, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. 
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.