GEOENG
   
 
ინდ. მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმემ, „აიისა“-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების - „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა...“ (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.