GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი დაადგინა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,პიქსელის’’ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განზრახ  მკვლელობის მცდელობა. 
 
საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დილის საათებში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ.ტ.-მ, „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ.-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 
 
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში. 
 
არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა, ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო  დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.