საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში, თბილისის
საქალაქო სასამართლომ საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ - უნიჯეოს სტუდენტებს
უმასპინძლა. სამართლის სკოლის სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი
და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია გიგაური შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს
ახალგაზრდებისათვის სასამართლოს საქმიანობისა და სისტემის სპეციფიკისგაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღესნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მედიაციის პროექტის,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და სასამართლოში სტაჟირების მოქმედი წესის
შესახებ. სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომათა დარბაზები და მედიაციის სასესიო
ოთახები, ასევე, ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის საქმიანობას და საქმისწარმოების
ელექტრონული პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.
თბილისის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას
უმასპინძლოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსმათი პროფესიული განვითარებისა დაპრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებისმიზნით.