GEOENG
   
 
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საქმის განხილვა გრძელდება

2017 წლის 22 მარტიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში,  არსებითად განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმეს, ბრალდებულ შ. ჯ.-ს მიმართ.
 
წარდგენილი ბრალდების თანახმად, შ. ჯ.-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

საქმე ეხება ქ. თბილისში 2016 წლის 6 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, შეასრულა არასწორი მანევრი და შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

2016 წლის 9  ნოემბერს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა გირაო -10 000 ლარის ოდენობით. მოცემულ საქმეზე გაიმართა არსებითად განხილვის 9 სხდომა. სასამართლოს გადატვირთულობის გათვალისწინებით, აღნიშნული არასაპატიმრო საქმის განხილვა პერმანენტულად მიმდინარეობს. სხდომებზე მხარეებმა წარმოადგინეს შესავალი სიტყვები, ასევე დაიკითხა მოწმე. მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა არ შეჩერებულა. პროცესები სამართლებრივი საფუძვლებით  რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის დღეს საქმის გაცნობის მიზნით, დაცვის მხარის მოთხოვნით.

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზეა შესაძლებელი ბრალდებულისათვის ავტომობილის მართვის მოწმობის ჩამორთმევა და სხვა სამართლებრივი აკრძალვის დაწესება.

მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა დანიშნულია 2018 წლის 10 აპრილს 14:00 საათზე.



 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.