GEOENG
   
 
ამერიკელი მოსამართლეები სტუმრად თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ, სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ქარჩავამ ამერიკის საელჩოს დელეგაციას უმასპინძლეს. სასამართლოს საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად ესტუმრა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროგრამაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ მოსამართლეებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემაზე დაკვირვების საშუალება ექნებათ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სასამართლოში მიმდინარე საქმეების განხილვას დაესწრებიან, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოსამართლეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებსა და მათ გამოცდილებაზე გაესაუბრონ. შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
 
დასასრულს, ჯორჯიის შტატის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები სასამართლო სხდომებს დაესწრნენ.
 
shexvedrashexvedra shexvedrashexvedra
shexvedra 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.