GEOENG
   
 
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ბრალდებულ -  მ. ფ.-ს მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 15 ნოემბერს ბრალდებულმა, რომელიც აღარ ასრულებდა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას და გახლდათ ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეშუამდგომლა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, დევნილებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე. ბრალდებულის მიერ სარეკომენდაციო კომისიის გვერდის ავლითა და სამინისტროს ბლანკზე მინისტრის ბრძანების დარღვევით  გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ქ. თბილისში ვანის ქუჩაზე მდებარე 70.03 კვ მეტრის  უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე და არასდროს მიუმართავს სამინისტროსათვის ფართის დაკანონების თაობაზე.  
 
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შერჩეულია 14 ნაფიცი მსაჯული, რომელთაგან  განისაზღვრა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. 
 
დღევანდელ სხდომაზე, წილისყრის საფუძველზე, აირჩევა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც უხელმძღვანელებს  თათბირის პროცედურას და საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდგომ გამოაცხადებს მსაჯულთა ვერდიქტს. დღესვე, მსაჯულები დადებენ ფიცს, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას.
 
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.