GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 თანამშრომელი მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის პროექტის გამარჯვებულია

ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის კონსულტანტმა თათული ყენიამ და მოსამართლის თანაშემწე თამთა საჯაიამ შესრულებული პრაქტიკული დავალებების შეფასების საფუძველზე, გამარჯვებულ ხუთეულს შორის, პირველი და მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს. საპრიზო ადგილები გაინაწილეს ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების თანამშრომლებმა, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.  

2018 წლის 23-28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდითა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ‘’მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა’’ განხორციელდა. პროექტში საერთო სასამართლოების სისტემის 25 თანამშრომელი და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 5 სტუდენტი მონაწილეობდა. ზამთრის სკოლის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ სესიები მართლმსაჯულების სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესახებ. პროექტი მიზნად ისახავდა საერთო სასამართლოების სიტემის თანამშრომელთა თეორიული ცოდნის გაუმჯობესებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. 

თბილისის საქალაქო სასამართლო ულოცავს ყველა გამარჯვებულს და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში. 


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.