GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის  სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ულოცავს ყველა მათგანს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას და უსურვებს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას. 
 
კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 4 მოსამართლე - ინგა კვაჭანტირაძე, ლეილა მამულაშვილი, ივანე ღლონტი, ნინო ჭალიძე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები - დალი აბჟანდაძე, მადი ჩანტლაძე, ზოია კვარაცხელია, გიორგი მაისურაძე, ლია ავალიშვილი და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,  წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 3 მოსამართლე შორენა გუნცაძე, ლილი მსხილაძე და რომან ხორავა მოსამართლის უფლებამოსილებას უვადოდ განახორციელებენ. თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ ასევე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ორი მოსამართლე ირინა ზარქუა და ლელა ცანავა, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინებით ახორცილებენ უფლებამოსილებას. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.