GEOENG
   
 
ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მინდია ხ. დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
 
სახელმწიფო ბრალდება მინდია ხ.-ს, ოჯახური დანაშაულის ჩადენას, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. მასვე, ბრალად ედებოდა დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობა.
 
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დიღმის მასივში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებია. მინდია ხ.-მ ხელები ყელზე მოუჭირა ნ. ნ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 2017 წლის 17 მაისს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. სხდომის შემდეგ, მინდია ხ.-მ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დააკავეს.  
 
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ.
 
სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე,   წარდგენილი ბრალდება (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობა) და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  სასამართლომ ბრალდებული, დამნაშავედ ცნო დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევის მცდელობის ნაწილშიც და დანაშულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.