GEOENG
   
 
სასამართლომ ორი პირი სამართალდამრღვევად ცნო
2018 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გ.ს. და თ. მ. სამართალდამრღვევებად სცნო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლოს დადგენილებით გ.ს.-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის, ხოლო თ.მ.-ს 500 ლარის ოდენობით.
 
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ქ. თბილისის, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე გ.ს.-მ და თ.მ.-მ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. 
 
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია  გ.ს. -ს და თ.მ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.