GEOENG
   
 
სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო

2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ზვიად რატიანის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ ზვიად რატიანი  სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.