GEOENG
   
 
თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის საქალაქო სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოს თურქმენეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ანამერედ რეჯეპოვის და ტუვაკნაზარ სოპიევის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტორებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ და სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის მოსამართლეები ალექსანდრე იაშვილი და მაია ქოქიაშვილი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები თამარ ხაჟომია და ქეთევან მინაშვილი და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები ელისო ტუკვაძე და შორენა წიქარიძე.

შეხვედრაზე, სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამითა და საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემით. დელეგაციის წევრები გაეცნენ სასამართლოს სტრუქტურას, დაინტერესდნენ სასამართლოში საქმის წარმოების ვადებითა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით, რომელიც თურქმენეთში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ფარგლებში, მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს და სასამართლო სხდომის დარბაზები, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეებისთვის განკუთვნილი სხდომათა დარბაზი მოინახულეს.
shexvedrashexvedrashexvedrashexvedra

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.