GEOENG
   
 
ბრალდებულს 8 წლით და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის  განხილვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ვ.-ს მიმართ. 

 

გ.ვ.-ს  ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან,  წინასწარი შეცნობით სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში,  ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და  ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. (44 ეპიზოდი).

 

არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ბრალდებულმა გ.ვ.-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი  და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. 

სასამართლომ ბრალდებული გაამართლა მის მიმართ  წარდგენილ ერთ ეპიზოდში,  ხოლო დანაშაულის 43 ეპიზოდის ჩადენისათვის გ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ. 

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს   სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 

საბოლოოდ 8 წლით და 9 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებულს სასჯელად მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი განესაზღვრა.


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.