GEOENG
   
 
უკრაინის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს კიევის, ლვოვისა და ოდესის სასამართლოს წარმომადგენლები ეწვივნენ. უკრაინელ კოლეგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობისა და ადმინისტრირების საკითხებს.  კერძოდ,  საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მედიაციის  პროცესის უპირატესობებს. მხარეებმა ერთმანეთს ორმხრივი გამოცდილება გაუზიარეს ინფრასტრუქტურული და საკადრო მიმართულებებითაც.

შეხვედრის დასასრულს  უკრაინელმა სტუმრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა დაათვალიერეს. 

       

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.