GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს უკრაინის დელეგაცია სტუმრობდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი შკლიარი, სახელმწიფო და კერძო აღსრულების სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტუმრობდა. დელეგაციას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა უმასპინძლეს.
 
უკრაინელი სტუმრები სასამართლო გადაწყვეტილებების სახელმწიფო აღსრულების სისტემით დაინტერესდნენ, კერძოდ პრაქტიკის გაცნობის მიზნით, ინფორმაცია სასამართლოში სააღსრულებო სამართალწარმოების პროცედურების შესახებ მოსამართლეებისგან მოისმინეს.  
 
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, კოლეგა იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და მედიაციის სასესიო ოთახები. ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის დელეგაცია საქართველოს უზენაეს სასამართლოსაც სტუმრობდა და საქართველოში სამუშაო შეხვედრებს ხვალ, 16 ნოემბერს დაასრულებს. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.