GEOENG
   
 
ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. 
 
სასამართლომ ქალის ყოფილი მეუღლე, მოძალადედ მიიჩნია და მსხვერპლთან, მათ შორის მის სამსახურთან  2 მეტრის რადიუსით მიახლოება აუკრძალა.  მოძალადეს, ასევე აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. სასამართლომ, 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა.
 
დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია.  მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს სისხლისსამართლებრივ  პასუხისმგებლობასაც.   მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მომართა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოსთვის მომართვიანობამ 16,3%-ით იმატა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.