GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ტვინინგის პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები სტუმრობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით’’ ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები სტუმრობდნენ. ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის, საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლისა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ნინო ნაჭყებიამ და ეკატერინე კულულაშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის სკოლის წინაშე მდგარ გამოწვევებს, სამოსამართლო სწავლებისა და სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არსებულ ხარვეზებსა და მათი გაუმჯობესების გზებს. მხარეებმა ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში ელექტრონული სწავლების პროგრამების შემუშავებასა და იმ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობას და გაუმჯობესებას.

პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა და მიზნად ისახავს სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლებას, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო მოდულების შემუშავებასა და განახლებას. ასევე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერთა, თანამშრომელთა და ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება და ელექტრონული სწავლების პროგრამების შემუშავება.

shexvedrashexvedrashexvedrashexvedrashexvedra

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.