GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით „გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი სასამართლოში დაიბარეს?!“. 

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ სულხან მოლაშვილის მიმართ. საქმე ეხება,  სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ბრალდებას, კერძოდ კი ს. მოლაშვილის მხრიდან ციხის ადმინისტრაციისათვის წინააღმდეგობის შესაძლო გაწევის ფაქტს. 

სულხან მოლაშვილის გარდაცვალების მიუხედავად, მოცემულ საქმეზე მხარეებს, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.  სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხზე, სასამართლო მას შემდეგ იმსჯელებს, როდესაც აღნიშნულის თაობაზე მხარე იშუამდგომლებს, ამასთან გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრები/მემკვიდრეები განაცხადებენ თანხმობას, გარდა იმ შემთხვევისა  როცა საქმის შემდგომი წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის. მიუხედავად, პირის გარდაცვალებისა, სასამართლო არაა უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს განსასჯელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 დაინიშნა სასამართლო სხდომა. საგაზეთო წერილის სათაური უტრირებულია და ფორმულირებულია იმდაგვარად, თითქოს სასამართლოდან გზავნილი/ უწყება გაიგზავნა გარდაცვლილი პირის სხდომაზე გამოცხადების მიზნით, რასაც ადგილი არ ჰქონია.  სასამართლო მიიჩნევს, რომ სათაურად გამოყენებული კითხვა-ძახილის წინადადება, რიტორიკული ხასიათისაა და მიზნად, მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს. 


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.