GEOENG
   
 
ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული გელა ბ. თანაცხოვრების 5 წლის მანძილზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მრავალჯერადი ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. 2017 წლის 6 ოქტომბერს, ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო, ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. 
 
გელა ბ.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)  ან 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება)  მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე, ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 
 
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახედ შერჩეული პატიმრობა, ბრალად შერაცხული ქმედების პროპორციული ზომაა, ვინაიდან გელა ბ.-ს ბრალად ედება განზრახი, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის  და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაძლო ჩადენა. შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. 
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.