GEOENG
   
 
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულ ს. ჟ.-ს ბრალად ედებოდა სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი). 
 
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ს. ჟ. სოციალურ ქსელ -Facebook-ის მეშვეობით, მიმოწერა ჰქონდა 14 წლის მოზარდთან, რომელიც დაითანხმა შიშვლად ფოტოების გადაღებასა და მისთვის გადაგზავნაზე. 25 წლის მამაკაცმა, ფოტოების გასაჯაროების მუქარით, აიძულა არასრულწლოვანი შეხვედროდა მას და ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ბრალდების მეორე ეპიზოდში, ს. ჟ. კვლავ დაემუქრა დაზარალებულს ფოტოების გასაჯაროებით და მის მშობლებს სოციალური ქსელის მეშვეობით, გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა ყალბი ანგარიშით, სადაც მოზარდის მამხილებელი ფოტოები ჰქონდა ატვირთული. 
 
სასამართლო განხილვა, დანაშაულის ხასიათიდან და დაზარალებულის ასაკიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამანშავედ.
 
სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია ს. ჟ.-ს მხრიდან, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
 
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.