GEOENG
   
 
გაზგასამართი სადგურის ჯგუფურად დაყაჩაღებისათვის ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გაზგასამართი სადგურის ჯგუფურად დაყაჩაღებისათვის ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

ბრალდებულებს ბრალი ედებათ  მასში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

საქმე ეხება, 2017 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისში ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად თავდასხმის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს მოლარე-ოპერატორის საფულე და შპს „სიენჯი პლიუსის“ კუთვნილი თანხა.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ბრალდებულთა პიროვნული მახასიათებლები, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე და საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ბრალდებულთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება -პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.