GEOENG
   
 
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, წარსულში ნასამართლევი ბრალდებულის დ.რ.-ს მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, დ.რ.-ს ბრალად ედებოდა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი). მასვე ბრალად ედებოდა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 და 12 ივნისს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა  მიაყენა მ.პ.-ს, რითიც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა (ორი ეპიზოდი). ბრალდებულმა, ასევე 2017 წლის 8 აპრილს, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ.კ.-ს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და მიადგა  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სასამართლო სხდომებზე ბრალდებულმა სრულად სცნო თავი დამნაშავედ და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად დამნაშავედ ცნო ბრალდებული დ.რ. და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი გამოსაცდელი ვადით. 

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.


ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.