GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტს სახელწოდებით „მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი - რა პრობლემის წინაშე დგანან ყოფილი პატიმრები“. სიუჟეტში საუბარია წლების წინ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ხელახალი გამოძიების ჩატარების შედეგად - გამამართლებელი განაჩენები იქნა მიღებული.

სიუჟეტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული საქმეების განმხილველ მოსამართლეზე იმ კონტექსტში, უნდა დაინიშნონ თუ არა ასეთი მოსამართლეები თანამდებობაზე ხელახლა. აღსანიშნავია, რომ როგორც თავად სიუჟეტის ავტორი განმარტავს გია გვიჩიანის და თამაზ გოგიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვალა გამამართლებლით. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ფაქტებზე, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და შესაბამისად მათზე არ უმსჯელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიუჟეტში განხილულ საქმეებზე დამდგარი განაჩენების კანონიერება  და სამართლიანობა თავის დროზე შეამოწმა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლოებმა და ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მიიღება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია სიუჟეტის უარყოფითი პათოსი, ხსენებულ საქმეებზე მიღებული  საბოლოო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოსამართლე ნინო სანდოძის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.


 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.