GEOENG
   
 
არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდების საქმეზე ცოლ-ქმარს პატიმრობა შეეფარდა
2018 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულების ა.მ. -ს და პ.მ.-ს მიმართ. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს არასრულწლოვნებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), კერძოდ, არასრულწლოვნების გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ექსპლუატაციის მიზნით, 2015 წლიდან გადაიბირეს მათთან ერთად მცხოვრები და მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული ბრალდებულ პ.მ.-ს არასრულწლოვანი 7 წლის შვილები, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით (მოწყალების მიღების თხოვნით), უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას. ბრალდებულები, ბავშვების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად შეგროვებულ თანხებს მთლიანად ისაკუთრებდნენ. 

ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სხდომაზე იმსჯელა. შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებისათვის, ფორმალურ და ფაქტობრივი საფუძვლებთან დაკავშირებით.  ბრალდებულებს, ბრალად ედებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 17-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა, რათა, თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა  ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, სულიერი და საზოგადოებრივი განვითარების შეფერხების საფრთხეები.
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 27 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება. 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.