GEOENG
   
 
გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბ.ო.-ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.