GEOENG
   
 
სამშენებლო კომპანია ,,სვეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ

 

2018 წლის 5 ოქტომბერს, თბილსის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მენაშენეთა კუთვნილი თანხების, მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულების თ.ჯ.-სა და გ.ჯ.-ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მათ, ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.

წარდგენილი ბრალდების  თანახმად, შპს ,,სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გ.ჯ.-მ და ამავე საზოგადოების დირექტორმა თ.ჯ.-მ განიზრახეს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს.  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი  ქალაქ თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე უნდა აშენებულიყო. ბრალდებულებმა მოქალაქეებთან გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეებს, თითქოსდა საცხოვრებელ ფართებზე, მომავალში საკუთრების უფლება გადაეცათ,
ჯამში 4373 კვ.მ. ფართი და მის სანაცვლოდ ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მენაშენეთა თანხებს,  ჯამში 1 639 099 აშშ. დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებულობა, განგრძობადობა, შესაძლო ზიანი, გამოძიების ეტაპი და მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებისა და განადგურების ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნის მიღწევა, მხოლოდ პატიმრობის გამოყენებითაა შესაძლებელი.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 29 ნოემბერს, 14:00 საათზე  გაიმართება.


 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.