GEOENG
   
 
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის  შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ  ბრალდებულ ბ.ბ.–ს  აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მი
ებული სრული თანხის 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას,  წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ.ბ. ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღით ემუქრებოდა დასახმარებლად გამოსულ მეზობელსაც. ბრალდებული არ დაემორჩილა შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას  და  განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, რის შემდგომაც ასევე რამოდენიმე გასროლა განახორციელა პოლიციელთა მიმართულებით.  პატრულ ინსპექტორის საპასუხო გასროლის შედეგად კი მოხდა მისი შეჩერება და დაკავება.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძველები. ბ. ბ-ს ბრალი დაედო  სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის, ასევე მას ბრალი დაედო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე.   ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბ.ბ-ს მიმართ გამოიყენა უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მკაცრი  აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება. 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.