ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

ეთერ ჩაჩანიძე

თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი,

ეთერ ჩაჩანიძე 1996-2002 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა ზაარლანდის უნივერსიტეტი გერმანიაში, მიმართულება - სამართალი, პოლიტოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა. ის 2004 წლიდან დღემდე მუშაობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამაში და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმებში. პროგრამაში იგი, მათ შორის, კურირებს მედიაციის, იურიდიული განათლების, სამოქალაქო საპროცესო სამართლის, სააღსრულებო სამართლის, იურიდიული მეთოდოლოგიის მიმართულებებს. 2010 წლიდან კი პროგრამის სახელით მონაწილეობს საქართველოში მედიაციის დამკვიდრების მხარდაჭერის პროექტში. გარდა ამისა, ეთერ ჩაჩანიძე 2007 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას როგორც სტუდენტებთან, ისე პრაქტიკოსებთან. მედიაციაში მას გავლილი აქვს ბრიტანული ცენტრის CEDR-ის საბაზისო და გაძლიერებული კურსი დამსწრის სტატუსით და ასევე გაძლიერებული კურსი სასამართლო მედიაციაში გერმანიაში, დრეზდენისა და ჰამბურგის სამხარეო სასამართლოებში.