ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

ალექსანდრე წულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი,

სერთიფიცირებული სასამართლო მედიატორი, იურისტი, სამართლის დოქტორი, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2014 წლიდან ალექსანდრე წულაძე არის JAMS-ის (აშშ-ში მედიაციის უმსხვილესი პროვაიდერი ორგანიზაციის) აფილირებული წევრი და სერტიფიცირებული მედიატორი. გავლილი აქვს მედიაციის კურსი აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, პეპერდაინის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. კონფლიქტოლოგიის შესწავლის მიზნით ის 2008 წლიდან მონაწილებს „მშვიდობის ევროპული აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში და მინიჭებული აქვს ამავე ორგანიზაციის ორდენი ,,ოქროს რონდინე“. ასევე, ალექსანდრე მონაწილეობდა „მედიაციის შესახებ კანონის“ შემუშავების პროცესში და არის სასამართლო მედიაციის წესების ერთ-ერთი თანაავტორი. ამასთან, გამოცდილება აქვს მოლაპარაკებების წარმოებისა და მედიაციის შესახებ ტრენინგების ჩატარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ტრენინგები მედიაციაში: მედიატორის 40 საათიანი ტრენინგი (Straus Institute of Dispute Resolution, Pepperdine University, California); ჩაღრმავებული ტრენინგი მედიატორებისათვის - JAMS Institute; ტრენინგი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების პროგრამების შემუშავებაში (International Court ADR Institute, University of California, Hastings College of the Law); ტრენინგი გარდასახვით მედიაციაში (იუსტიციის სამინისტრო /Integrierte Mediation Center, Germany); მედიაციის კლინიკა (Columbia University); ტრენერთა ტრენინგი მედიაციაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის NCADR /South Texas College of Law).