ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

არსენ კალატოზიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

მირანდა აბულაძე

1242

სხდომის მდივანი

ასმათ მდინარაძე

დაიბადა 1984 წლის 16 ნოემბერს ქ. თელავში.

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ი. ნონეშვილის სახელობის #36-ე საჯარო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 

2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და 2008 წლის 01 თებერვალს წარმატებით ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2009 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2007 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2007 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად.

2007–2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანად.

2008–2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსად.

2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 28 ნოემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.

2012 წლის 28 ნოემბრიდან დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2012 წლის 10 დეკემბრიდან მივლინებული იქნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2013 წლის 26 თებერვლიდან დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. 
 
2013 წლის 25 მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
 
2015 წლის 28 სექტემბერიდან  არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის დოქტორანტი.   
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  
 

თარიღი მხარეები დარბაზი