ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკატერინე კულულაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ნანა ხეიძე

1310

სხდომის მდივანი

ხათუნა ჩოხელი

1310

დაიბადა 1980 წლის 3 მაისს  ქ. თელავში.
 
1997 – 2002 წლებში დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, აქვს მაგისტრის ხარისხი – იურისტი.
 
2002–2004 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის, ჩუღურეთის ადვოკატურის ადვოკატი.
 
2004–2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
 
2003–2004 წლებში  სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი. 
 
2005–2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.
 
2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.
 
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
  
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში - მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
  
2014 წლის მარტი - 2014 წლის ოქტომბერში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
 
2014 წლის დეკემბერი - 2015 წლის ივლისში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
ჰყავს ერთი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი