ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

დავით წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.  

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

სხდომის მდივანი

თამილა ახვლედიანი

8322

თანაშემწე

ხატია ჯანანაშვილი

8322

დაიბადა  ქ. თბილისში, 1982 წლის 12 სექტემბერს. 
 
2000-2005 სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.
 
2003 წელს საქართველოს რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებისათვის საქართველოს პრეზიდენტისაგან მიღებული აქვს დიპლომი და ჯილდო.
 
2003-2004 წლებში წარმატებით გაიარა სამოქალაქო სამართლის კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.
 
2004 წელს გაიარა კორპორაციული ხელმძღვანელების მომზადების პროგრამა, კორპორაციული სამართალი ქ. თბილისში.
 
2004-2005 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის იურისტი.
 
2005 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
 
2005-2008 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
 
2006 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალობით.
 
2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ქ. ბუდაპეშტში.
 
2006-2012 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში, ქ. თბილისში. არის სამართლის დოქტორი.
 
2007 წელს ელექტრონული საქმისწარმოების და სამართალწამოების პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით იყო საქართველოს დელეგაციის წევრი ქ. ათენში, საბერძნეთი.
 
2008-2009 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის თბილისის ქონების კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.
 
2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სამართლებრივი-საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელი.
 
2009-2011 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი.
 
2010 წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის და საქმიანობის პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით, იყო საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი ქ. ვარშავაში, პოლონეთი.
 
2010 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, ქ. თბილისში. 
 
2010-2012 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კონსტიტუციონალიზმის ცენტრის დეპარტამენტის დირექტორი.
 
2011–2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი და მიწვეული ლექტორი.
 
2012 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ლექტორი.
 
2013 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
 
2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასოცირებული პროფესორი.
 
2013-2015 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იურისტი.
 
2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
 
2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები ქ. სტრასბურგში, საფრანგეთი.
 
2014 წელს გაირა სასწავლო კურსი - გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა ქ. ჰამბურგში, გერმანია.
 
2015 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, მოსამართლის თანაშემწე.
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
 
არის სხვადასხვა წიგნის, სტატიის, პუბლიკაციის ავტორი.
 
კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი