ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ანა ჩოგოვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2015 წლის 07 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

სხდომის მდივანი

სოფო სუხიტაშვილი

8138

თანაშემწე

თამთა ყრუაშვილი

8138

დაიბადა 1976 წლის 6 მაისს, ქ. წყალტუბოში.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და ირიცხება ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტად.

1999-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2001 წელს მუშაობდა ქ. ქუთაისის მერიაში იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მერის მრჩევლად ადამიანის უფლებების დაცვისა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დარგში.

2002-2004 წლებში იყო ქუთაისის მერის მუდმივი წარმომადგენლი საკრებულოში.

2005-2007 წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისის ბავშვთა #1 პოლიკლინიკაში“; შპს „ფარში“;  შპს „ქუთაისის სისხლის ბანკში“, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში“ - იურისტად.

2005-2007 წლებში იყო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ლექტორ-მასწავლებელი. 

2007-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2008 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. 

2012 წლის 11 ივნისიდან იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად ასრულებდა თერჯოლის მაგისტრატი მოსამართლის მოვალეობას.

2011-2014 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებელი.

2014 წლის 1 ივნისიდან მოვლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2015 წლის 07 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ

ჰყავს ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი